Sunday, March 14, 2010

როგორი ამინდი იქნება ხვალ?


1. პროექტის სახელი როგორი ამინდი იქნება ხვალ?


2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით –პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ ამინდის თემას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დახმარებით, ადგენენ ამინდის გავლენას ფლორასა და ფაუნას განვითარებაზე, მწერლობასა, ხელოვნებასა და მუსიკაზე; არკვევენ ამინდის წინასწარმეტყველების ხალხურ მეთოდებს, იძიებენ ამინდის ღმერთებს მითოლოგიაში; არკვევენ ამინდის შესახებ ინფორმაციის დამუშავების სტატისტიკურ და პროგნოზირების მეთოდებს ინფორმაციული ტექნოლოგიებით.

3. პროექტის სრული აღწერა – იხ. დანართი


4. მონაწილეთა ასაკი – XI კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა – 11 დღე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში –დავალებების განაწილება, კონსულტაციები მასწავლებელთან, მოკლე ანგარიშები მუშაობის მიმდინარეობის შესახებ, პრეზენტაციების ჩვენება, შეხვედრები, მოძიებული მასალის დახარისხება და ინტერნეტში განთავსება

7. მოსალოდნელი შედეგები –
  • web-გვერდი, ბროშურა ”ამინდი თელავში”; პრეზენტაციები, თვალსაჩინოებები;
  • კვლევითი უნარ–ჩვევების, კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.
8. სარგებელი სხვებისათვის: კვლევის შედეგად მიღებული მასალით გაეცნობიან ამინდის შესახებ მდიდარ ინფორმაციას სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ინტერნეტში განთავსებულ როგორც ფოტო ისე, ვიდეო და ტექსტურ მასალას.


9. სამუშაო ენა – ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან –-----

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან - გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა(ასტრონომია), ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, მათემატიკა, ისტ;
12. პროექტის ფასილიტატორი:მარიამ ზაქარიაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mariambagrationi@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:--------------
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://mariambagrationi.blogspot.com/
დანართი 1.
პ რ ო ე ქ ტ ი
მე–11 კლასითემა: როგორი ამინდი იქნება ხვალ?
მიზანი: სასკოლო სამეცნიერო პროექტის საშუალებით კვლევითი უნარ–ჩვევებისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება;
პროექტის ხანგრძლივობა: 11 დღე;
შემსრულებელი ჯგუფი: 15 მოსწავლე;
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ ზაქარიაშვილიამოცანები;
საპროექტო თემის განსაზღვრა,
საპროექტო თემატიკის ჩამოყალიბება:
· ამინდის თემა გეოგრაფიაში;
· კოსმოსური ამინდი;
· ამინდის გავლენა ბიოსფეროზე;
· ამინდის თემა ლიტერატურა, ხელოვნებასა და მუსიკაში;
· ამინდის ღმერთები და ხალხური მეტეოროლოგია;
· ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრები საქართველოში და ამინდის კვლევი თანამედროვე ტექნოლოგიები;
· ამინდი თელავში
· ამინდის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და პროგნოზირება MS Excel-ის ფუნქციების გამოყენებით;
პროექტის დასკვნითი დღისათვის ვებ-გვერდის, ტექსტური მასალების, ბროშურის ”ამინდი თელავში”, თვალსაჩინოებების,პრეზენტაციების მომზადება;
დასკვნითი დღის წარმოდგენა.

პირველი დღესაპროექტო თემის განსაზღვრა, თემატიკის ჩამოყალიბება და განაწილება მოსწავლეებზე ინტერესების მიხედვით.

მეორე - მეექვსე დღე
მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება მასწავლებელთა კონსულტაციის, დამატებითი სახელმძღვანელოების, ენციკლოპედიების, ინტერნეტ რესურსების დახმარებით;

მასალის მოძიების შემდეგ მოსწავლეებმა უჩვენონ შესაბამისი საგნის მასწავლებელს მოპოვებული მასალა, მიღებული განმარტებების საფუძველზე მოახდინონ მასალის სინთეზი.
მეშვიდე-მეცხრე დღემოსწავლეთა მიერ მომზადებულ იქნას მასალები ვებ-გვერდი, ტესქტური ინფორმაცია, თვალსაჩინოებები, ბროშურა ”ამინდი თელავთი” პრეზენტაციები დასკვნითი წარმოდგენისათვის;
მეათე დღემომზადდეს მოკლე წერილობითი ანგარიში ჩატარებული კვლევის შედეგებზე. დეტალურად იქნას მითითებული გამოყენებული წყაროები. პროექტის ანგარიშის წერისას გათვალისწინებულ იქნას ზუსტი თანმიმდევრობა და ანგარიშის წერის ფორმა.
მეთერთმეტე დღესასწავლო პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ იქნას მომზადებული მასალები. გამოიკვეთოს შედეგები და დასკვნები. აქტიურად იქნას გამოყენებული თვალსაჩინოება ცხრილების, გრაფიკების და დიაგრამების სახით. პრეზენტაცია გაკეთდეს გასაგებად და საინტერესოდ.
მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცეთ დამზადებული ბროშურები ”ამინდი თელავში”. სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცეს ამინდის შესახებ მოსწავლეთა მიერ მომზადებული ტექსტური მასალები ამინდის შესახებ, მიეთითოს მოსწავლეთა მიერ მომზადებული ვებ-გვერდის დასახელება

No comments:

Post a Comment